Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელია ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ

October 18, 2024
რომელია ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ

ამ ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი და მერწყული) ქვეშ დაბადებული ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან, რომელთა იმედიც ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. ამასთან, ისინი ძალიან კრეატიულები არიან და თუ რამე იდეა გაუჩნდათ, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ.

ფიქსირებულ ნიშნებთან დაკავშირებით არსებობს სტერეოტიპები, რომ ისინი ჯიუტები, მიზანდასახულები არიან, აქვთ საკუთარი მოსაზრებები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან.

კურო

ეს არის ზოდიაქოს პირველი ფიქსირებული ნიშანი, გაზაფხულის შუა ნიშანი და მიწის სტიქიას მიეკუთვნება. კურო, რომელსაც ვენერა მართავს, სილამაზეს და სიუხვეს წარმოადგენს, მათ შორის, ცხოვრებისეულ სიამოვნებებს, როგორიცაა საკვები და ფუფუნების საგნები. ოთხივე ფიქსირებული ნიშნიდან კურო ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მატერიალურ სამყაროს. ისინი ძალიან შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები არიან, ყველაფერს გააკეთებენ მიზნის მისაღწევად. მიწის სტიქიის წყალობით, ისინი ყველაზე ჯიუტებად ითვლებიან ზოდიაქოს ყველა ნიშანს შორის. და კიდევ – უდავოა, რომ მათი ნდობა ყოველთვის შეიძლება,

ლომი

ეს არის ზაფხულის ფიქსირებული ნიშანი და ცეცხლის სტიქიის ენერგიას უჭერს მხარს. ლომი მართავს ყველაფერს, რაც შინაგანი სამყაროს ნაპერწკლიდან მოდის, მათ შორის, ვნებას, თვითგამოხატვას და შემოქმედებითობას. ისევე როგორც ცეცხლის სტიქია და მზე, რომელიც მათ ნიშანს მართავს, ლომები ძალიან ვნებიანი, ექსპრესიულები არიან და იმიტომ დაბადნენ, რომ,ლიდერები იყვნენ. მათი მნიშვნელოვანი მახასიათებელია კეთილშობილება, ყოველთვის ცდილობენ, რომ დაიცვან ახლობელი, ძვირფასი ადამიანები. ლომების ფიქსირებული ენერგია ურყევ ერთგულებაში ვლინდება.

მორიელი

მორიელი, შემოდგომის ფიქსირებული ნიშანი, მართავს ყველაფერს, რაც ინტუიციური და ემოციური სფეროდან მოდის, როგორც ეს წყლის სტიქიას შეეფერება. ეს მოიცავს წარმოსახვას, ემოციებს, ცხოვრების ღრმა საიდუმლოებებს და ინტუიციას. ამის გამო მორიელები წინა ორ ფიქსირებულ ნიშანთან შედარებით უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მარტოობისა და ინტროსპექციისკენ. მათ აქვთ სამყაროს უნიკალური ხედვა და მიდრეკილნი არიან დაინახონ ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. თუ მორიელს აქვს საკუთარი შეხედულება რაიმეს ან ვინმეს შესახებ, მის გადარწმუნებას ნუ შეეცდებით – აზრი არ აქვს.

მერწყული

მერწყული ზამთრის ფიქსირებული ნიშანი და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია. მერწყული მართავს ყველაფერს, რაც გონებიდან მოდის, მათ შორის, იდეებს, პერსპექტივებს, ინოვაციებს, არსებული სტრუქტურების რეორგანიზაციას. იგი პატივისცემით ეპყრობა ყველას, ვისაც მისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს. მერწყულის ნდობა უპრობლემოდ შეიძლება. მორიელების მსგავსად, მერწყულებს აქვთ ძალიან მტკიცე შეხედულებები და რწმენა და უნარი, გამოხატონ ეს ყველაფერი ისე, რომ მათ მოუსმინონ. ისინი ასევე ძალიან შეუპოვრები არიან. თუ არსებობს საქმე, რომლისაც სჯერათ, დაბრკოლებების მიუხედავად მისთვის მაინც იბრძოლებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • „უთხრა, რომ მოკლავდა და დააბეტონებდა…“ – პოლონეთში 37 წლის ქართველი დააკავეს
  • “მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა…“ – ყაზბეგში მოკლული კაცის ცოლის ექსკლუზიური ინტერვიუ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge