Friday, August 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი ბიოლოგიური დედა ჩემს პოსტებს აზიარებდა, მაგრამ არ იცოდა, რომ მისი შვილი ვიყავი…” – თამუნა მუსერიძე

October 18, 2024
“ჩემი ბიოლოგიური დედა ჩემს პოსტებს აზიარებდა, მაგრამ არ იცოდა, რომ მისი შვილი ვიყავი…” – თამუნა მუსერიძე

ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. მუ­სე­რი­ძე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ამ­ბობს, რომ ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მა­მამ შვი­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არ იცო­და, ხოლო ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი არ აქვს.

“P.S. რად­გან ბევ­რი კი­თხვა გაჩ­ნდა, პოსტს ჩა­ვას­წო­რებ და რო­მე­ლი­მე სა­ი­ტი თუ გა­ა­ზი­ა­რებთ, გთხოვთ სა­თა­უ­რი­ა­ნად გა­ა­ზი­ა­რეთ. მა­მამ არა­თუ ჩემი არ­სე­ბო­ბა, არა­მედ ორ­სუ­ლო­ბაც კი არ იცო­და” – ასა­თა­უ­რებს მუ­სე­რი­ძე ვი­დე­ოს, სა­დაც ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა.

“ის­ტო­რია არის ასე­თი – მე არ ვარ მო­პა­რუ­ლი ბავ­შვი. ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად, ვერ ვი­ტყვი იმას, რომ მე მო­მი­პა­რეს სამ­შო­ბი­ა­რო­დან. მე რომ ვთქვა, რომ ვარ მო­პა­რუ­ლი ბავ­შვი, სი­მარ­თლე გას­კდე­ბა და მერე იმ დე­დებს არ და­უ­ჯე­რე­ბენ, ვი­საც ბავ­შვე­ბი მარ­თლა მოჰ­პა­რეს. ამ­დენ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის­თვის, ნა­მუ­სის მო­საწ­მენ­დად ვერ გავ­წი­რავ.

გა­მაშ­ვი­ლეს, მამა იყო ცო­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც ჰყავ­და ორი შვი­ლი, დედა არ იყო გა­თხო­ვი­ლი, იყო 21 წლის და ნუ მოხდა… მეს­მის მა­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ოჯა­ხის გან­ცდე­ბი, იმი­ტომ რომ 80-იან წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვის უმა­მოდ გა­ჩე­ნა იყო ოჯა­ხის­თვის ტრა­გე­დი­ის ტოლ­ფა­სი. ყვე­ლამ იცის ეს და ამი­ტო­მაც ამის მიმ­ღებ­ლო­ბა მაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად.

დე­დას­თან შეხ­ვედ­რის ვი­დეო ვერ დავ­დე, იმი­ტომ რომ არ სურს გა­მო­ჩე­ნა. მას აქვს სიმ­სივ­ნე, მძი­მე ფორ­მებ­ში. დე­დას არ სურს ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რას ვი­ზამთ, ყვე­ლას არ შე­იძ­ლე­ბა უნ­დო­დე და მოს­წონ­დე. ნუ, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც არ უნ­დი­ხარ და არ მოს­წონ­ხარ… არ უნდა გა­მო­ჩე­ნა და არც ჩემ­თან კონ­ტაქ­ტი.”

ღმერ­თია მოწ­მე და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც თა­ვი­დან­ვე სი­მარ­თლე იცო­და, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე კბი­ლე­ბით მო­მე­ტა­ნა აქამ­დე ეს ამ­ბა­ვი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, რომ არ გა­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ფაქ­ტი არის ეს!

ძა­ლი­ან გთხოვთ, არ და­წე­როთ უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი არა­ვის მი­მართ, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. ზე­გი­დან და­ვი­წყებ ას­მა­გად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას, ვინც ეძებს სა­კუ­თარ შვილს.

სამ­ჯერ ვე­სა­უბ­რე სულ ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ მშო­ბელს და უკვე მე­სა­მედ, გა­თე­ნე­ბამ­დე პეტ­რე­სა­ვით თქვა ჩემ­ზე უარი,” – ამ­ბობს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში.

შეგახსენებთ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი რვაწ­ლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვა. მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა ცნო­ბი­ლი მეგ­რე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი გურ­გენ ხო­რა­ვაა.

გურ­გენ ხო­რა­ვა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია, ის ცეკ­ვავ­და “სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში”, არის ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის სა­ხალ­ხო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ “ფე­ნიქ­სის” სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფი.

ჟურ­ნა­ლის­ტმა 31 წლის ასაკ­ში გა­ი­გო, იმის შე­სა­ხებ, რომ ის “აყ­ვა­ნი­ლი“ იყო. მას შემ­დეგ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი-ბი-სის 2023 წლის ასი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ამ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა

მან 2017 წელს და­ა­ფუძნა “ფე­ის­ბუკ”-ჯგუ­ფი “ვე­ძებ” და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს აპოვ­ნი­ნა დედა, მამა, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი… თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-20 სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბობ­და ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კა, რის გა­მოც, ბევ­რი ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და უკა­ნო­ნოდ გა­აშ­ვი­ლეს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდის შეხვდებიან ტრამპი და პუტინი ერთმანეთს? – Fox News ინფორმაციას ავრცელებს
  • “ვიცი, რომ მაინც არ შეიცვლება აღკვეთი, გთხოვთ, რომ ერთ თვე მაინც გაგვატარებინოთ ოჯახის წევრებთან” – ნიკოლოზ ჯავახიშვილი
  • თბილისში, ცნობილი ყაზახი მოკრივის ძმის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge