Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

October 18, 2024
რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა წარმოადგენს საინჟინრო ნაგებობას, რომელშიც შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული ხუთი საყრდენი ანძა. ამსათან, საბაგიროს რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა და კეთილმოეწყო ქვედა სადგურის ინტერიერი. აღნიშნული სადგური წარმოადგენს ძველი საბაგირო გზის რკინაბეტონის შენობისა და მასზე მიშენებული ლითონის კონსტრუქციის შენობის შერწყმას.

მერიის ცნობით, აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა. სადგურებს შორის გაიჭიმა ბაგირის (d = 47 მმ) ორი შტო, რომლის მეშვეობითაც გონდოლები იმოძრავებს სადგურებს შორის 5 მ/წმ-ის სიჩქარით. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4.07 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით, საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.

ამასთან, მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“, რეაბილიტირებული საბაგირო გზა კი სამართავად „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას გადაეცა. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ სკვერი მოაწყო. სკვერში, რომლის ფართობიც 1 300 კვადრატული მეტრია, ავთენტური სახით მოეწყო განათების ბოძები, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, აღდგა ორი შადრევანი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და განთავსდა ახალი საპარკე ავეჯი. ასევე, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაიგო ბალახი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • „უთხრა, რომ მოკლავდა და დააბეტონებდა…“ – პოლონეთში 37 წლის ქართველი დააკავეს
  • “მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა…“ – ყაზბეგში მოკლული კაცის ცოლის ექსკლუზიური ინტერვიუ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge