Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნუ იწუხებთ თავს ჩემზე შეტევით… როდის ვიყავი სხვანაირი?” – გრიგოლიას მიმართვა

July 14, 2021
“ნუ იწუხებთ თავს ჩემზე შეტევით… როდის ვიყავი სხვანაირი?” – გრიგოლიას მიმართვა

ნუ იწუხებთ თავს ჩემზე შეტევით. არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ სპეცოპერაცია, რომელიც ქართულ მედიას მოუწყეს, ასე მშვიდად, ვითომ არაფერი მომხდარა, გამეტარებინა,  – ამის შესახებ ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ვინც არ იცის, რა განცდაა, როცა შენს თანამშრომლებს ასისხლიანებენ, ახალგაზრდებს, პატარებს და საყვარლებს, შვილებივით რომ გყავს და სახელმწიფო თითს არ ანძრევს მათ დასაცავად…

როცა ნაცემი ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვლება, უყურებ, როგორ იტაცებენ ცხედარს და მერე როგორ აშავებენ ბინძური მეთოდებით…. ვინც არ იცის, რას ნიშნავს, როცა შენი გუნდი, ლამის ომში ნამყოფი, ნაცემი და გაბრაზებული, რამდენად შეურაცხყოფილია…

ვინც არ იცის, რას ნიშნავს გუნდი და რას ნიშნავს ჟურნალისტური ოჯახი…  ვინც არ იცის, ეს რა განცდა და ტკივილია, ის ვერასდროს გაიგებს ჩემს დღევანდელ სადარდებელს და პოზიციას.

ამიტომ ნუ იწუხებთ თავს ჩემზე შეტევით. არასოდეს, არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ სპეცოპერაცია, რომელიც ქართულ მედიას მოუწყეს, ასე მშვიდად, ვითომ არაფერი მომხდარა, გამეტარებინა. ეს ის ამბავია, რომელსაც მხოლოდ ერთი გზა აქვს – პასუხი აგოს ყველა დამნაშავემ! ვისაც არ მოგწონთ ჩემი პოზიცია დღეს და მერჩით, როდის ვიყავი სხვანაირი? – არც არასდროს! ამიტომ ნუღა იწუხებთ თავს ჩემი დამუნათებით. ამ საქმეში, ამ რეალობაში, გზა უკან არ არსებობს. აღარ დაგვიტოვეს. მადლობა ყურადღებისთვის,” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! –  ამ მოწოდებით პროტესტის ნიშნად, ოთხი ტელეკომპანია, “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.

მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.

მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროტესტი 5 ივლისს, მოძალადეების მიერ ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა. 11 ივლისს, დილით, ის დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლექსოს 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მას ოპერაციაც დასჭირდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ხაზარაძემ სააკაშვილის და კეზერაშვილის მაგალითებიდან ვერაფერი ისწავლა…“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
  • “მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება” – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
  • „UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე გვექნება” – რას აანონსებს დონალდ ტრამპი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge