Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სეზონურ გრიპზე უფასო ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყება

October 17, 2024
სეზონურ გრიპზე უფასო ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყება

სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია, საქართველოს მასშტაბით, 18 ოქტომბერს დაიწყება.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე გრიპზე უფასო აცრები გათვალისწინებულია მაღალი რისკჯგუფის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წარმოადგენენ: სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პაციენტები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები.

ასევე, ამ ეტაპზე გრიპზე აიცრებიან სხვა პრიორიტეტული ჯგუფები: ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების; ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურების, გარემოს დაცვის, თავდაცვის, უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, პენიტენციარულ დაწესებულებაში დასაქმებული პირები და შს სამინისტროს თანამშრომლები.

ხოლო 2024 წლის 4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრის საშუალება ექნება ნებისმიერ მოქალაქეს 6 თვის ასაკიდან.

„ვაქცინით უზრუნველყოფილი იქნება ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც არის ვაქცინაციის კაბინეტი, ასევე, ყველა სოფლის ამბულატორია; ეს არის დაახლოებით 107 ოჯახის ექიმი, რომლებიც დღეს და ხვალ გაიტანენ ვაქცინას და იქნება ხელმისაწვდომი მაღალი რისკ-ჯგუფს მქონე ადამიანებისთვის” – ამბობენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ჯინჭარაძე განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სეზონურ გრიპზე აცრა, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი ამ სეზონზე უკვე ავადობდნენ გრიპის ვირუსით:

„სეზონურ გრიპზე აცრა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, გადატანილი დაავადების შემდეგ ანტისხეულები ძალიან მცირე ხნით რჩება ორგანიზმში. ასეა ვაქცინის მერეც – მაქსიმალური ვადა ერთ წელია. ამიტომ უნდა განვაახლოთ იმუნიტეტი, მივიღოთ ვაქცინა.”

ჩვენ ყოველთვის გვაქვს შემოტანილი გასულ წლებში მოცირკულირე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. შესაძლებელია აღნიშნულ პერიოდში ვირუსმა შეიცვალოს სახე, განიცადოს მუტაცია, მაგრამ ძირითადი შემადგენელი ნაწილი მაინც უცვლელი რჩება, ამიტომ რაც არ უნდა ახალი სეროტიპი იყოს შემოსული ქვეყანაში, მაინც შველის ვაქცინა.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდ ვაქცინაცია აღარ ტარდება, კოვიდის ვირუსი კი მაინც არსებობს, ის მაინც ცირკულირებს და კომბინირებული სახით ადამიანი თუ ორივეთი დაინფიცირდება, მაღალი იქნება სტაციონარში დატვირთვაც და მძიმე გამოსავალიც, იმიტომ, რომ ადამიანის იმუნიტეტი უძლურია ამ ორი ძლიერი ვირუსის მიმართ; ამიტომ ერთის მიმართ მაინც უნდა ვიყოთ ვაქცინირებული და დაცული.

დღეისთვის [ივნისის შემდეგ] გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული არ გვაქვს. ადამიანები კი ამბობენ ხშირად, რომ გრიპის ვირუსი ჰქონდათ, თუმცა, რეალურად, გრიპის ვირუსი მძიმედ მიმდინარე დაავადებაა და შეუძლებელია გრიპის ვირუსი „ფეხზე მდგომმა“ გადაიტანო. ადამიანებს ხშირად ეშლებათ ზემო სასუნთქი გზების სხვა ინფექციები გრიპის ვირუსში” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.

ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Abbott-ია.ჩვენ ყოველთვის გვაქვს შემოტანილი გასულ წლებში მოცირკულირე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. შესაძლებელია აღნიშნულ პერიოდში ვირუსმა შეიცვალოს სახე, განიცადოს მუტაცია, მაგრამ ძირითადი შემადგენელი ნაწილი მაინც უცვლელი რჩება, ამიტომ რაც არ უნდა ახალი სეროტიპი იყოს შემოსული ქვეყანაში, მაინც შველის ვაქცინა.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდ ვაქცინაცია აღარ ტარდება, კოვიდის ვირუსი კი მაინც არსებობს, ის მაინც ცირკულირებს და კომბინირებული სახით ადამიანი თუ ორივეთი დაინფიცირდება, მაღალი იქნება სტაციონარში დატვირთვაც და მძიმე გამოსავალიც, იმიტომ, რომ ადამიანის იმუნიტეტი უძლურია ამ ორი ძლიერი ვირუსის მიმართ; ამიტომ ერთის მიმართ მაინც უნდა ვიყოთ ვაქცინირებული და დაცული.

დღეისთვის [ივნისის შემდეგ] გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული არ გვაქვს. ადამიანები კი ამბობენ ხშირად, რომ გრიპის ვირუსი ჰქონდათ, თუმცა, რეალურად, გრიპის ვირუსი მძიმედ მიმდინარე დაავადებაა და შეუძლებელია გრიპის ვირუსი „ფეხზე მდგომმა“ გადაიტანო. ადამიანებს ხშირად ეშლებათ ზემო სასუნთქი გზების სხვა ინფექციები გრიპის ვირუსში” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.

ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Abbott-ია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge