ნიგერიაში, საწვავმზიდის აფეთქებას სულ მცირე, 147 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ავზი შეჯახების შედეგად აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.