ცოტა ხნის წინ, აღმოსავლეთ თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა დილით 10:46 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ მალათიიდან 40 კილომეტრში მდებარე კალეს რაიონი იყო.