მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის 2024 წლის ჩვენებაზე. მას შემდეგ, რაც გვარლიანი გახდა Vogue-ის პირველი ქართველი ქავერ-მოდელი და Chanel -ის სუნამო Chance-ის სახე, ქართველმა მოდელმა კიდევ ერთ კარიერულ წარმატებას მიაღწია. ახლა უკვე ოფიციალურად, მატილდა Victoria’s Secret-ის პირველი ქართველი მოდელია.
“ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან”, – ამბობს მოდელი.