გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც ცნობილია, ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებძოლს, ელენეს და ანას.
გუშინ კახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, რომელიც ცვლილებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოდა დაუღალავად.
გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში,სიცოცხლისთვის იბრძვის….
ამ ჭირში ახლა გამაგრება, ერთად და მყარად დგომა, გლოვა და თან ბრძოლა გვმართებს, ურთულესია ეს ყველაფერი…”