საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. შეხვედრა მეტოქე გუნდის გამარჯვებით 0:1 ანგარიშით დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილიც იმყოფებოდა.
ახლახან კი ზურიკომ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:
“მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის, უფრო ძლიერები დავბრუნდებით”- წერს ზურიკო.