Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ღმერთი არ გაგიწყრეთ და რამე სიბინძურე არ მოიგონოთ! – ეს არის გენოციდი!!!” – ეკატერინე დემეტრაძე

July 14, 2021
“ღმერთი არ გაგიწყრეთ და რამე სიბინძურე არ მოიგონოთ! – ეს არის გენოციდი!!!” – ეკატერინე დემეტრაძე

TV – “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მსახიობი ეკატერინე დემეტრაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:

“არ ვიცი რა ვთქვა… ვერც იმას ვხვდები აი, ისინი, აი, ის ბოროტების მანქანა, ის არაადამიანი ადამიანები, ახლა რომ სამარცხვინოდ და გაუგონრად თავს იმართლებენ, აი, ისინი რას გრძნობენ, რას ფიქრობენ, რომელი ღმერთის სახელით იმართლებენ თავს?!

არც ის ვიცი ეს როგორ უნდა დავამარცხოთ, როგორ შეიძლება ველური მკვლელი ცივილიზებულად დაამარცხო?!

არც ის ვიცი რა უნდა ვქნა?! გავიქცე ამ ქაჯეთის ციხიდან და დანაშაულის გრძნობით გავატარო დარჩენილი ცხოვრება, ვისაც გასაქცევი არ ჰქონდა აქ რომ მივატოვე?!

არც ის ვიცი აქ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, როგორ გავზარდო შვილი, ან რისი მოტივაცია მივცე ახალგაზრდებს, რა ვუთხრა?! რომ რაა?! რა პასუხი უნდა გაიცეს ამ ფაქტზე გარდა ერთისა,
უნდა დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი!!! თქვენი საყვარელი უფლის სახელით! დიახ თქვენი!! დიახ თქვენი!!!

მე მართმლმადიდებელი ვარ, მაგრამ არ არსებობს მე და თქვენ ერთი ღმერთის გვჯეროდეს!!! რომ მიდიხართ ეკლესიებში ხომ ინანიებთ?! ამას როგორ მოინანებთ?! მეტანიები უშველის?! თუ ზიარება?!

ადამიანს სიცოცხლე უნდოდა! ცხოვრება უყვარდა და თავდაუზოგავად შრომობდა!!!
ან რა უნდა შეუტიტყნოთ ახლა?! რომ რააა?! რატომ აღარ არის?! ან ვისი ბრალია რომ აღარ არის?! ღმერთი არ გაგიწყრეთ და რამე სიბინძურე არ მოიგონოთ!
ეს არის გენოციდი!!
R.I.P. ლექსო” – წერს ეკატერინე დემეტრაძე სოციალურ ქსელში.

“ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე გუშინ, მამის გვერდით დაკრძალეს.

ოპერატორი უკანასკნელ გზაზე ნათესავებმა, კოლეგებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ტაშით გააცილეს.

პატივისცემის ნიშნად, ოპერატორებმა დერეფანი გააკეთეს და დაშვებული კამერებით გამოხატეს მწუხარება.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა ცნობილი ექიმი
  • “დედას უნახავს საწოლში გარდაცვლილი”- რა გახდა წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი
  • „გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას…“ – ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge