Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კიბეზე მჯდომ ხანდაზმულ ბებოსთან ჩაიცუცქა და მოწყალება გაიღო”- მატილდა გვარლიანის უცნობი ისტორია

October 14, 2024
“კიბეზე მჯდომ ხანდაზმულ ბებოსთან ჩაიცუცქა და მოწყალება გაიღო”- მატილდა გვარლიანის უცნობი ისტორია

ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი ქართველ მოდელზე, მატილდა გვარლიანზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ძველ ისტორიას იხსენებს:

„სვანეთში ცხოვრება არ არის მარტივი, სწორედ იქ დაიბადა მატილდა. სვანეთი – მიწაა , სადაც მთები ცას ეხება და სული თავისუფლებისთვის ისწრაფვის. სვანები მტკიცე ხასიათით ცნობილნი არიან, თავგანწირვა და სიმამაცე მათი სულის ნაწილია. სვანები არასდროს ნებდებიან მათ სისხლში აქვთ თავისუფლება და გამბედაობამატილდა სვანეთიდან ჩამოვიდა, იქიდან, საიდანაც ჩემი ფესვებიც მოდის.

როცა პირველად დავინახე, 14 წლის იყო. მიწისქვეშა გადასასვლელში კიბეზე მჯდომ ხანდაზმულ ბებოსთან ჩაიცუცქა და მოწყალება გაიღო. ამ ერთმა უბრალო ჟესტმა ყველაფერი მითხრა მის შესახებ. ვაკვირდებოდი მის სილამაზეს გარედან , მატილდა შიგნიდანაც ანათებდა, მის თვალებში ნათელი ბზინავდა.

როცა ჩემთან სწავლას შეუდგა, ძალიან მორიდებული და წყნარი იყო, მაგრამ მასში იგრძნობოდა სვანური ცეცხლი, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა შესაფერისი ასპარეზი. მე მისი სიძლიერე დავინახე და ვცდილობდი, ეს ცეცხლი უფრო აენთო, რომ სიმამაცე და თავისუფლება მისი ბუნების ნაწილად ექცია. ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ უნდა იპოვო საკუთარი გზა, როგორ უნდა დაიცვა შენი თავი და არ დაგეკარგოს რწმენა.

ერთხელ, დაბადების დღეზე ჩემთვის პატარა საჩუქარი მოიტანა. გავაცნობიერე, რომ ის არა მხოლოდ ნიჭიერი მოდელი იყო, არამედ ადამიანი, რომელიც სამყაროს სიყვარულით და სინათლით უცქერდა.

მატილდასთვის არ იყო ადვილი ამ დიდ მოდის სამყაროში თავის დამკვიდრება. მე მისი მენტორი გავხდი, მასთან ერთად ვმუშაობდი, ვასწავლიდი, როგორ ემუშავა კამერასთან, როგორ დაეჭირა თავი პოდიუმზე და, ამავე დროს, ვცდილობდი, არ დაეკარგა თავისი სულიერება, რაც მას ასე განასხვავებს სხვებისგან.

ახლა, როცა მატილდა Victoria’s Secret-ის პოდიუმზე გამოდის, ვგრძნობ, რომ ეს არა მხოლოდ მისი გამარჯვებაა. ეს იმ ყველა ქალის გამარჯვებაა, ვინც ოდესმე ოცნებობდა გაბედულ ნაბიჯზე, საკუთარ ძალაში რწმენაზე და თავისუფლებაზე.

მატილდა, შენ მხოლოდ მოდელი არ ხარ. შენ სვანური ცეცხლის ცოცხალი მაგალითი ხარ – სიძლიერის, რწმენისა და იმედის სიმბოლო.

ყოველთვის გეუბნებოდი, რომ მსოფლიო მწვერვალებს დაიპყრობ და წინასწარ ვხედავდი შენში იმას, რაც ახლა რეალობად იქცა! გილოცავ, ჩემო პატარა-დიდო მეგობარო“, – წერს მარიამ ნაკანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი …“ – ვისზე საუბრობს იაგო ხვიჩია
  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge