12 ოქტომბერს მომღერალ ირაკლი ნოზაძესა და მის მეუღლეს, ია დუდაშვილს ქალიშვილი ეყოლათ. წყვილმა ახალშობილს სიდონია დაარქვა.
პატარა სიდონიას ფოტოები ია დუდაშვილმა საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში უკვე გაუზიარა.
ია დუდაშვილი სიდონიას ფოტოს ამჯერად „ინსტაგრამის“ სთორიში აქვეყნებს და წერს:
„დღეს არის მცხეთობა და წმინდა სიდონიას ხსენების დღე. გილოცავთ“.