დღეს,10 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მზადების პროცესსა და მოლოდინებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
„უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება.
ძალები მაქსიმალურად აღვიდგინეთ. ფეხბურთის ფედერაცია ყველა პირობას გვქიმნის ამისთვის, რადგან მგზავრობა ყოველთვის კარგ დროს არის დაგეგმილი. შესაბამისად, ფეხბურთელბს ძალების აღდგენა სწრაფად შეუძლიათ. როდესაც პარასკევს და ორშაბათს გიწევს ორი თამაშის ჩატარება, ძალების სწრაფად და ხარისხიანად აღდგენა მნიშვნელოვანია“, – თქვა ვილი სანიოლმა.