Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აჭარაში, 23 წლის ბიჭის საფლავზე 100-მდე ცოცხალი ადამიანის დამარხული ფოტო იპოვეს

October 13, 2024
აჭარაში, 23 წლის ბიჭის საფლავზე 100-მდე ცოცხალი ადამიანის დამარხული ფოტო იპოვეს

საფლავებში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები – ბოლო რამდენიმე თვეა, სხვადასხვა სოფელში ადამიანები უშედეგოდ არკვევენ ვინ და რა მიზნით ჩამარხა საფლავში მათი სურათები. მორიგი ასეთი უჩვეულო შემთხვევა აჭარაში, სოფელ ნაკაიძეებში მოხდა.

ახალგაზრდა კაცის საფლავზე, სრულიად შემთხვევით მიწაში ჩამარხული 120 ფოტო აღმოაჩინეს. ყველა ცოცხალი ადამიანია, სურათები სავარაუდოდ სოციალური ქსელიდან არის აღებული.

ამ ამბავს, ზოგმა იუმორით შეხედა, ზოგიერთისთვის კი საფლავში საკუთარი ფოტოს ნახვა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

შვილიშვილის სასაფლაოზე ყოველდღე დადის, თუმცა ერთ დღეს იქ მისულს უჩვეულო სურათი დახვდა. 23 წლის ბიჭის საფლავზე, 100-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის ფოტო დაინახა. იქვე იპოვა მიწით დასვრილი დანაც, რომელიც მაგიდაზე იყო დატოვებული.

სულიკო სურმანიძე გვიყვება, რომ ფოტოსურათები მათზე გამოსახული პირების ფეისბუქ ალბომებიდან იყო ამოღებული და შემდეგ დაბეჭდილი. თუმცა ჭირისუფალმა საფლავში ჩამარხულ ფოტოსურათებზე ოჯახის წევრები ვერ ამოიცნო, ამიტომაც მისთვის კიდევ უფრო გაუგებარი გახდა, რატომ შეარჩიეს მისი შვილიშვილის სასაფლაო.

უცნაური ამბავი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეებში მალევე გავრცელდა. სასაფლაოდან სოფლამდე ფოტოსურათები გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა ჩაიტანეს და მათზე აღბეჭდილი ადამიანების იდენტიფიცირება დაიწყეს. ადგილობრივებმა საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები, მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებიც კი აღმოაჩინეს. მომხდარი სამართალდამცავებსაც აცნობეს.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge