ხაშურში ორ არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვები გზაზე გადასვლას ცდილობნენ.
“ბავშვები ექსკურსიის მარშუტკიდან ჩამოვიდნენ, გზაზე გადასვლას, რომ ცდილობდნენ, მანქანა მაშინ დაეჯახათ”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ახლობლების თქმით, ბავშვები ხაშურის #5 საჯარო სკოლაში სწავლობენ.