ბრაზილიაში ბოლო 14 წლის მანძილზე ყველაზე მაშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა. სტიქიამ 220 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი მოიცვა.
ხანძრის მიერ განადგურებული ტერიტორიის ნახევარი ამაზონის ტროპიკული ტყეებია. ამ ტერიტორიებზე ივნისიდან ოქტომბრამდე მშრალი სეზონია, რაც ცეცხლის გავრეცელებას უწყობს ხელს. როგორც ექსპერტები ამბობენ, კლიმატის ცვლილებაში ყველაზე დიდი უარყოფითი წვრილი ტყის საფარის გაჩეხვას შეაქვს.
„მშრალი სეზონი ამაზონში, რომელიც ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, წელს განსაკუთრებით მძიმე იყო, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონში ხანძრის კრიზისს – კლიმატის ცვლილების გაძლიერების ანარეკლი, ასევე გადამწყვეტ როლს ასრულებს ხანძრის გავრცელებაში“, – თქვა ანე ალენკარმა, IPAM-ის სამეცნიერო დირექტორმა და MapBiomas Fogo-ს კოორდინატორმა.