Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კახა კალაძე ქართველ ფეხბურთელებს მიმართავს – რას ამბობს თბილისის მერი პოზნანის სტადიონის გაუმართაობის შესახებ

October 12, 2024
კახა კალაძე ქართველ ფეხბურთელებს მიმართავს – რას ამბობს თბილისის მერი პოზნანის სტადიონის გაუმართაობის შესახებ

არ მინდა რომელიმე ფეხბურთელი გამოვყო, თუმცა, გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი არიან ჩვენი ეროვნული ნაკრების გული და უდიდეს როლს ასრულებენ დაცვასა და შეტევაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.

კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელ თამაშს გამოეხმაურა და ფეხბურთელებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, ისაუბრა პოლონეთის ქალაქ პოზნანში მდებარე სტადიონის შესახებ, სადაც გუშინდელი თამაში გაიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საფარის მქონე მოედანზე თამაში არ უნდა ჩატარებულიყო.

„რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოვიგეთ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის. მადლობა მწვრთნელს. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, უამრავი ადამიანი მივიდა სტადიონზე. ასევე, აქ საქართველოში, პირველი რესპუბლიკის მოედანი, სადაც ღია ჩვენება გავმართეთ, ხალხით გადავსებული იყო.

აუცილებლად მინდა ვთქვა სტადიონზე. წარმოუდგენელია, რომ ასეთი დონის შეხვედრა იმართება და უფლებას აძლევენ მსგავსი ტიპის საფარის მქონე სტადიონს, რომ შეხვედრა ჩატარდეს. რაც შეეხება თამაშის ანალიზს, მე დეტალებში არ შევალ. ვილი სანიოლმა უკეთესად იცის, რა იყო პრობლემა, რა არის გამოსასწორებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები, თუმცა, უნდა აღინიშნოს გიორგი ქოჩორაშვილისა და ოთარ კიტეიშვილის განსაკუთრებული როლი დაცვასა და შეტევაში.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ვარსკვლავი, მაღალი დონის ფეხბურთელები, ყველას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს ნაკრებში. არ მინდა რომელიმე გამოვყო, თუმცა, მინდა ორი ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ვისაუბრო – გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი. ეს ორი ადამიანი არის ჩვენი ეროვნული ნაკრების გული და უდიდეს როლს ასრულებენ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გულდასაწყვეტია, რომ ქოჩორაშვილი შემდეგ თამაშს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიდეო მიმართვისას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გაამხნევა და მომდევნო მატჩებში გამარჯვებები უსურვა.

„გვქონდა შანსებიც, მომენტებიც, მაგრამ ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოიგებ. ჩვენ თავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავხაროთ, თავაწეულები უნდა ვიყოთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება ალბანეთთან. უნდა მოვემზადოთ, ვაჩვენოთ ღირსეული თამაში და დავდოთ შესაბამისი შედეგი.

ბიჭებო, ყველაფერი მაგრად იქნება! წინ ბევრი გამარჯვება გველოდება. კიდევ ბევრჯერ გვაჩვენებთ ლამაზ ფეხბურთს, კიდევ ბევრჯერ გაახარებთ გულშემატკივარს. წარმატებები და გამარჯვებები თქვენ! იარეთ თავაწეულებმა, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • როგორია რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა?
  • ზურაბ ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge