როგორც მოგეხსენებათ, საქართველო უკრაინსათან ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ ერთდერთი გოლის ავტორმა, მიხაილო მუდრიკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
“ამ მატჩს ძალიან დადებითად ვაფასებ და ჩვენი ნაკრების ხასიათით კმაყოფილი ვარ. მოედნის საფართან დაკავშირებული პრობლემების გამო, ჩვენი ფეხბურთის ჩვენება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მატჩის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები იქნებოდა და ამ კომპონენტში, მეტოქეს ვაჯობეთ”
“კიდევ რა უნდა ვთქვა… მუდრიკი და კვარაცხელია – ეს საერთოდ სხვა თემაა. გოლს რაც შეეხება, ჩემი სამუშაო შევასრულე და გავაკეთე ის, რის გაკეთებაც ვიცი. ქართველების მსგავსად, მინდვრის საფარის მდგომარეობით ჩვენც უკმაყოფილონი ვიყავით. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მინდვრის კარგ საფარზე თამაშობენ, მაგრამ ყველაფერს გაზონს ვერ დავაბრალებთ და ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო”