Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან… – ამირან გამყრელიძე გარდაცვლილ ოპერატორზე

July 13, 2021
კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან… – ამირან გამყრელიძე გარდაცვლილ ოპერატორზე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, “ტვ- პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მას კარგად იცნობდა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მომხდარი როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოების პასუხისმგებლობაა.

„პირველ რიგში, ვსარგებლობ შემთხვევით და ვიზიარებ ჟურნალისტთა თემის მწუხარებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე, ასევე კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. მისი დედა და დეიდა – ჩვენ ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა ჩვენი მასწავლებელი იყო, გამორჩეული ქირურგი იყო პარმენ კახიძე ჩვენი თაობის დროს, როცა ჩვენ სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდით მესამე კურსზე, ზოგადი ქირურგიის კათედრაზე, ბევრი რამე გვაქვს მისგან ნასწავლი. ამიტომ ეს ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე – ვინ მიაჩნია მომხდარზე პასუხისმგებლად, გამყრელიძე პასუხობს:

„იცით, მე არ ვცემ პოლიტიკურ კითხვებს პასუხს, მაგრამ გიპასუხებთ, როგორც მოქალაქე. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, ყველასი, დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით. ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, რომ საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად ურთიერთგამგები და განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება, შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში. მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის ის და ეს, არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს
  • 86 წლის მოხუცი შვილის თანდასწრებით სცემა, რის შემდეგაც მოხუცი გარდაიცვალა – დაკავებულია ერთი პირი
  • “ადამიანები უშვებენ გარკვეულ შეცდომებს ცხოვრებაში, მთავარია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა” – ნოდარ ბოკერია ლუკა ძაძამიაზე საუბრობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge