Tuesday, August 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ძალიან რთული იყო ეს…” – კახა კალაძე

July 13, 2021
“ძალიან რთული იყო ეს…” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაეცვა.

როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა აღნიშნა, ყველა ადამიანი, ვისაც ბრალი მიუძღვის, დანაშაული აქვს ჩადენილი, სათანადოდ დაისჯება.

„თუ დააკვირდებით, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციაზე, ძალიან რთული იყო ეს. სამწუხაროდ, მთელი ქალაქის მასშტაბით ხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ. ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 100-ზე მეტი პიროვნება დააკავეს სხვადასხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მონაწილე, ვისაც ბრალი მიუძღვის, დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება. ვენდობი გამოძიებას, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.

კატეგორიულად ვემიჯნებით მომხდარს და გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკაცრად იქნება დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ყველას მოეთხოვება პასუხი, ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის. ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებს შორის, არ ვარგა ეს, დაუშვებელია. მეტი სიყვარული, პატივისცემა არის საჭირო. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც.

ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ყველანაირად მიუღებელია ძალადობა, ძალადობის წამახალისებელი ქმედებები ან განცხადებები. ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინო დათაშვილი რომ ფსიქიატრიულში გადაჰყავთ, თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა და საბჭოთა მეთოდის დაბრუნებაა” -ვატო სურგულაძე
  • “ხვალ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ, მზია გამარჯვებულია”- ზურაბ ცეცხლაძე
  • “ეს აღარ უნდა განმეორდეს”- შალვა პაპუაშვილი მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge