წლების წინ, როდესაც არც სოციალური ქსელი იყო საქართველოში და ინტერნეტიც ძალიან ცოტა ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, პრესის ფურცლებიდან ცნობილი გახდა, რომ გენიალური ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ნოდარ მაჭარაშვილი მკვლელობის ბრალდებით ციხეში მოხვდა, სადაც 5 წელი გაატარა.
წლების შემდეგ, ნოდარ მაჭარაშვილი საზოგადოებაში მწერლის სტატუსით დაბრუნდა. მისი წიგნები “ავი მუსაიფი”, “გალილეველი მეთევზე”, “მოსკოვი-თბილისი”, “კვაზიმოდოს ქალაქი“, “9 მოთხრობა” მის გარეშე გამოდიოდა. არავინ იცოდა, ვინ იყო წიგნების რეალური ავტორი, რადგან ის ფსევდონიმით “თორნიკე გურჯინთახით” გამოდიოდა, უმცროსი ნოდარი კი საზოგადოებაში არ ჩნდებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მოსკოვში “კანონიერი ქურდის” სტატუსით ცხოვრობდა.