მალვინა ჯავახაძე, ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმყოფებოდა სტუმრად გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”. მან ისაუბრა იმ ვირუსებზე, რომელთა პრევენციაც უნდა მოხდეს ორსულობამდე.
“არის მთელი რიგი ინფექციები, რომელთა პრევენცია და გამოკვლევა ორსულობამდე უნდა მოხდეს. ტოქსოპლაზმა, წითურა, ციტომეგალო ვირუსი და ჰერპეს-ვირუსი. ეს ოთხი ვირუსია, რომლებიც ორსულობამდე უნდა გამოვიკვლიოთ. აი მაგალითად, თუ ტოქსოპლაზმა ქალმა გადაიტანა ექვსი თვით ან ერთი წლით ადრე, მაშინ კარგია და ნიშნავს, რომ ორსულობისთვის მზად არის. უნდა მოვერიდოთ ცხოველებთან კონტაქტს და დავიცვათ თავი. ტოქსოპლაზმა თუ ორსულ შეხვდა, მას შეუძლია ნაყოფის დაზიანება.”- ამბობს მალვინა ჯავახაძე.