Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ვიდეო

(ვიდეო) “ეს “მაგრამები” უნდა დასრულდეს” – მიჭირს საკუთარ თავში სიმშვიდე ვიპოვო” – ბახვა ბრეგვაძისა და კახა კინწურაშვილის ემოციური მიმართვა

July 12, 2021
(ვიდეო) “ეს “მაგრამები” უნდა დასრულდეს” –  მიჭირს საკუთარ თავში სიმშვიდე ვიპოვო” – ბახვა ბრეგვაძისა და კახა კინწურაშვილის ემოციური მიმართვა

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “დილის შოუ” წამყვანებმა კახა კინწურაშვილმა, ბახვა ბრეგვაძემ და მანიკა ასათიანმა,  TV – “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარობა გამოთქვეს, სამძიმარი გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს.

ამასთან,  კახა კინწურაშვილმა და ბახვა ბრეგვაძვემ ტელე-ეთერის მეშვეობით მიმართვა გაავრცელს:

“5-6 ივლისს თითქოს დიდ ბოროტებას რაღაცნაირი ლეგიტიმური გზა მიეცა და ალბათ, ეს ყველაზე საშიში რაღაც არის ჩვენი საზოგადოებისთვის, მითუმეტეს, როდესაც ეს ხდება ღმერთის სახელით, მოგონილი ფიქციებით.

ყველაში არის ალბათ ბრაზი, ყველაში არის ნერვიულობა და გაურკვევლობა, მით უფრო ასეთი ამბის შემდეგ… არ ვიცი როგორ გაგრძელდება ჩვენი ხვალინდელი დღე, მაგრამ როგორღაც ყველა უნდა დავმშვიდდეთ და მოვითხოვოთ კანონის სრული უზენაესობა, და ერთხელ და სამუდამოდ მივხვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი განმავითარებელი არის – კანონი და მისი უზენაესობა! ხოლო, შეხედულებები რელიგიასა თუ სექსუალურ ცხოვრებაზე, ეს უკვე ყველას საკუთარ სამზარეულოში შეუძლია განიხილოს და აგრესია გარეთ აღარ გამოიტანოს.

ვისურვებ, რომ ლექსოს უბედურებამ ჩვენ მოქალაქეებს სხვა კუთხით შეახედოს მოვლენებზე, ეს “მაგრამები” დამთავრდეს.  დიდი უბედურებაა და ეს უკანასკნელი მსხვრეპლი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების. კანონის უზენაესობით ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი – იმ ადამიანებს, ვინც მწვანე აუნთო (მნიშვნელობა არ აქვს), სასულიერო პირი იქნება თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ხელი არ შეუშალა, პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. დღეს მეც მიჭირს სიმშვიდე ვიპოვო ჩემს თავში, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველამ ერთად შევეცადოთ სიმშვიდე ვიპოვოთ და კანონის უზენაესობით შევქმნათ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი,” – განაცხადა კახა კინწურაშვილმა.

მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა ბახვა ბრეგვაძემაც და აღნიშნა, რომ ძალადობაზე საუბრისას “მაგრამები” უნდა დასრულდეს:

” ძალადობა ცუდია, “მაგრამ” – აი, ეს “მაგრამ…” კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ რას ვგულისხმობთ, ამ, “მაგრამში”, არანაირი “მაგრამ” არ არსებობს. ყველანაირი სახის ძალადობა არის დასაგმობი და ამაზე საუბარი აღარ უნდა გრძელდებოდეს, ეს ჩვენი მოგონილი არა არის, ეს ფაქტია. და ის, რომ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი არ უნდა შეუშალო, ესეც – ორჯერ ორი ოთხია.” – აღნიშნა ბრეგვაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხაშურში მამაკაცი დაჭრეს
  • „საცხოვრებლიდან 21 ოჯახი გაიყვანეს“ – ხარაგაულში მეწყრული პროცესი გრძელდება
  • „პირველი ჭრილობა გულში აქვს მიყენებული…“ – გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge