ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე საბა საპანაძესთან ინტერვიუში შვილსა და მასთან ურთიერთობაზე საუბრობს და ამბობს რომ შაისთან ურთიერთობა მას დიდ ენერგიას აძლევს.
„ვარჯიშიდან რომ მოვალ, გამოიქცევა ჩამეხუტება, მკოცნის. მომენატრეო, რა მომიტანეო. სულ ერთად ვართ: ვარჯიშის შემდეგ ბაღიდან რომ მოდის, ერთად ვიძინებთ, თუ არ მივუწექი ისე არ იძინებს. გვძინავს ერთად, ერთად ვთამაშობთ, ერთად ვსეირნობთ“, – აცხადებს ბუდუ ზივზივაძე