პარლამენტის სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით კაჭარავას “ფეისბუქის” მეშვეობით მიმართავს:
“მიხვდი რატომ ჩაგსვეს სიაში? იმიტომ რომ ბატიბუტა კუნთი ხარ, მუშტი გაქვს და ხალხის ცემა შეგიძლია. ხედავ რაში გამოგიყენეს? ჩხუბში! არადა შეგეძლო ყველას ყვარებოდი!” – მიმართავს ჟორჟოლიანი კაჭარავას.
საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც.
სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.