Friday, August 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბავშვი გამისისხლიანა”- ახალი დეტალები ცეკვის პედაგოგის საქმეზე, რომელსაც მოსწავლეებზე ძალადობა ედება ბრალად

October 9, 2024
“ბავშვი გამისისხლიანა”- ახალი დეტალები ცეკვის პედაგოგის საქმეზე, რომელსაც მოსწავლეებზე ძალადობა ედება ბრალად

ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა სამსახურიდან მაშინვე გაათავისუფლეს.

“პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე, ეს ფაქტი იმ დღეს არ გახმაურებულა, მეორე დღეს, როგორც მე გავიგე, სამსახურში ამ დროს არ ვიყავი, საღამო იყო, მოვიდნენ მშობლები, მოხდა ინციდენტი, მოხდა პოლიციის გამოძახება და სწორედ ამ დროს შევიტყვე ფაქტის შესახებ. ამოღებული იქნა მასალები, სადაც ვიხილეთ ის რაც გუშინ გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. დავსაჯეო და დასჯის ფაქტი ვნახეთ. ეგრევე გაფორმდა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ,” – განაცხადა თამარ მესხიძემ.

“გეხვეწებით რა მე თავი დამანებეთ, ამ ხალხმა მე გამწირა, აღარ მინდა საუბარი. რა იყო [მიზეზი] და ბავშვი მიცემა, კუთხეში გაყვანილი ჰყავდა, ბავშვი გამისისხლიანა. სასამართლო იქნება, დამტკიცდება ყველაფერი,” – ამბობს პედაგოგი მერაბ დოლიძე.

პედაგოდის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს ერთ-ერი მოზარდის მამაც. მოზარდის მამის, გოჩა მელაძის თქმით, ბავშვზე “წამორტყმასთან” დაკავშირებით მას მასწავლებელთან ადრეც ჰქონდა საუბარი და დაჰპირდა, რომ მსგავსი აღარ განმეორდებოდა.

“ადრე ჩემი მხრიდან ბავშვზე ე.წ წამორტყმასთან დაკავშირებით მე მქონდა საუბარი, მაგრამ მშვიდობიანად, ლამაზად ავუხსენი, რომ არასწორი ფორმა იყო, დაუშვებელი იყო და მანაც მითხრა, რომ არ განმეორდებოდა. ის რაც ახლა თქვენ ნახეთ კადრში, ვერც კი წარმოვიდგენდი. როდესაც ჩვენი ოჯახის წევრი ბავშვის გამოსაყვანად მივიდა, ბავშვი იყო ნატირები, სერიოზულად ნანერვიულები და ბიცოლას უთხრა, რომ მასწავლებელმა გამლახაო. იქვე დაუწყო საქმის რჩევა და ბავშვს უყვიროდა და თვალებს უბრიალებდაო, ვინ დაგარტყაო ხელიო, მე ხელი არ დამიკარებიაო. როდესაც ჩემი მეუღლე მივიდა დააკაკუნა, კარი შეაღო და სთხოვა აეხსნა რაში იყო საქმე, იყო აგრესიული და გაიწია ჩემი დისკენ და ჩემებმა გამოიძახეს საპატრულოს, ამოიღეს კადრები და ამის შემდეგ გახდა ცნობილი რასთან გვქონდა საქმე,” – განაცხადა მოზარდის მამამ, გოჩა მელაძემ.

ცნობისთვის,  „ბა­თუ­მე­ლებ­მა“ გაავრცელა უმ­ძი­მე­სი ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ სცემს ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში ქო­რე­ოგ­რა­ფი 12 წლის მო­ზარდს. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის კად­რებ­მა დი­ლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა, მე­რაბ დო­ლი­ძეა. მას ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის სამ­სა­ხუ­რი­დან უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ, იძალადა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ძალადობაში მხილებული პედაგოგი დაკავებული არ არის, თუმცა მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ამას თვითნებურად აკეთებს…“ – ინფექციონისტის გაფრთხილება
  • “არ დაუშვათ ავტომობილში ბავშვის დატოვება…“ – პედიატრის მიმართვა
  • “სააღსრულებო ბიურომ დამიყადაღა ჩემი გაჭირვებული საბანკო ბარათი”- შალვა ნათელაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge