“გირჩის” დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წინაპირობების გარეშე, მთავრობის გადადგომის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა პოლიტიკურ კრიზისში შესვლის გზაა”. დეპუტატმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” შემდეგი სახის პოსტი გამოაქყვეყნა:
“წინაპირობების გარეშე, მთავრობის გადადგომის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა პოლიტიკურ კრიზისში შესვლის გზაა.
არაფორმალური მმართველობის დროს როდესაც უცნობია ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს ღარიბაშვილის ნაცვლად კობახიძის დანიშვნა არაფერს არ შეცვლის.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას “ქართული ოცნება” პოლიტიკურ კაპიტულაციის მოთხოვნით ულტიმატუმად შეაფასებს. ეს ისევ არის გზა პოლარიზაციას და დაპირისპირებისკენ.
წინაპირობა არის იმის ცოდნა თუ რა მოხდა 5 ივნისს. გამოსაძიებელია. ამიტომ რადგან სამართალდამცავ სისტემას არ ვენდობით, რჩება ოპოზიციის საპარლამენტო კომისია.
სხვა მშვიდობიანი გზა არ არის.
მერე შეიძლება გადავწყვიტოთ თუ რა იქნება ადეკვატური პოლიტიკური მოთხოვნა.” – წერს მეგრელიშვილი.