Friday, August 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როგორც გავიგე სტუმრებს სასმელში კეტამინს უყრიდნენ, მგონია რომ Puff Diddy მაინც ალაპარაკდება“- რას ამბობს UFC-ის ჩემპიონი გახმაურებულ სკანდალზე?

October 8, 2024
“როგორც გავიგე სტუმრებს სასმელში კეტამინს უყრიდნენ, მგონია რომ Puff Diddy მაინც ალაპარაკდება“- რას ამბობს UFC-ის ჩემპიონი გახმაურებულ სკანდალზე?

UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია Puff Diddy-ის გარშემო აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა და ალექს პერეირასთან ბრძოლის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

მებრძოლის თქმით, პერეირას წინააღმდეგ გამართულ ბრძოლას Puff Diddy დაესწრო და ბრძოლის შემდეგ დაუკავშირდა კიდეც.

„ღმერთი მიცავს და ამის მადლიერი ვარ. P.Diddy-ს „თეთრ წვეულებაზე“ ვინმეს რომ დავეპატიჟებინე აუცილებლად წავიდოდი, რადგან არ მეცოდინებოდა იქ რეალურად რა ხდებოდა. მივიდოდი და კარგ დროს გავატარებდი, შემდეგ კი ალბათ ის მოხდებოდა, რაც ბევრს გაუკეთეს.

როგორც გავიგე, სტუმრებს სასმელში კეტამინს უყრიდნენ, რაც ცხენის ტრანკვილიზატორია, და ისინი ნელ-ნელა გონებას კარგავდნენ. ერთ საიდუმლოს ვიტყვი. მას შემდეგ, რაც მაიამიში პერეირა დავამარცხე, მეორე ღამით გასართობად წავედით და იქ გავიგე, რომ ჩემს ბრძოლას Puff Diddy დაესწრო.

ეს რომ გავიგე, გავოცდი, და ვთქვი რა სიგიჟეა მეთქი, შემდეგ ჩემს ტელეფონში შეტყობინებებს გადავხედე და მას მოწერილი ჰქონდა, სადაც მეუბნებოდა, რომ დაახლოებით 2 თვეში ჩემთან ინტერვიუ ან რაიმე მსგავსი სურდა.

დავთანხმდი და ჩემი მენეჯერის ნომერი დავუტოვე. საბედნიეროდ, შემდეგ არ დაურეკავს და აღარც მოუწერია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ღმერთი მიცავს. თორემ ვინ იცის, ის ალბათ წვეულებაზე დამპატიჟებდა, სადაც წავიდოდი, იქ კი ვინმე გოგო მომეწონებოდა ან „მომაწონებდნენ“, შემდეგ – ბუმ! და გეუბნებიან რომ ის 15 წლის იყო და ეს ყველაფერი კამერით გადაღებული აქვთ.

მსგავს შემთხვევებზე მსმენია. ვიცი, რომ P.Diddy ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობდა და თანამშრომლობდა. ქანიე უესტი კი წარმოიდგინეთ, ხალხისთვის რაღაცის თქმას ცდილობდა, თუმცა, არავინ უჯერებდა და გიჟს ეძახდნენ.

საბოლოოდ, მგონია, რომ Puff Diddy მაინც ალაპარაკდება“, – თქვა ყოფილმა ჩემპიონმა.

სექს-ტრეფიკინგი, რეკეტების მოწყობა, ქალების იძულებით, პროსტიტუციაში ჩათრევა, ასევე საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადმოყვანა და პროსტიტუციაში ჩათრევა – ეს არის ის ბრალდებები, რის გამოც დიდი დააკავეს. მან, გირაოს სახით, პროკურატურას 50 მილიონი და როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების საბუთების ჩაბარება შესთავაზა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. დიდი უარს ამბობს საპყრობილეში საკვების მიღებაზე, რადგან, როგორც ამბობს, ეშინია, არ მოწამლონ.

მტკიცებით ფორმაში დღეს ვერავინ იტყვის, ცნობილი სახეებიდან ვინ რჩებოდა და ვინ რა სახით მონაწილეობდა ამ ყველაფერში, რადგან გამოძიებას მათი სახელები არ გამოუაშკარავებია. დიდის წვეულებები, რომელიც 1998 წლიდან იმართებოდა, იყო ძალიან პრესტიჟული და ბევრი მასზე დასწრებაზე ოცნებობდა. შესაბამისად, შესაძლოა, ფავორიტი ვარსკვლავები აღმოვაჩინოთ ფოტო თუ ვიდეო მასალაში, მაგრამ ბავშვობისდროინდელი თუ ამჟამინდელი წარმოდგენები საყვარელ მუსიკოსებზე თუ მსახიობებზე, გამოძიების დასრულებამდე თავზე ნუ ჩამოგვენგრევა, რადგან შესაძლოა, ისინი წვეულების ოფიციალურ ნაწილს ესწრებოდნენ და არაფერი იცოდნენ “ფრიკ ოფზე”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება – გზების დეპარტამენტი
  • რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
  • ეჭვიანობის ნიადაგზე, კაცმა ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge