UFC-ის ქართველ ჩემპიონმა ილია თოფურიამ დაღესტანელ მებრძოლს, ისლამ მახაჩევს ბრძოლა ოფიციალურად შესთავაზა.
შეხვედრის დროდ ილია 2025 წელს ასახელებს.
“მე ხაზების გადაკვეთა არ მჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ის ბავშვები, რომლებიც თან დაგყვებიან, იმ ხაზების გადაკვეთას ცდილობენ, რომლიდანაც ვეღარ დაბრუნდებიან.
მოდი, ბავშვები უკან მოვიტოვოთ და ეს ყველაფერი როგორც დიდებს შეეფერებათ ისე მოვაგვაროთ, 2025 წელს, ოქტაგონში”, – წერს ქართველი მებრძოლი.