ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
“8 ოქტომბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ვაკის რაიონში, ბანძელაძის ქუჩა N12-თან ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 8 ოქტომბრის 10:00 საათიდან 8 ოქტომბრის 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ავთო ვარაზის, ფერმწერთა (ჩიხებით შესახვევებით), თვალჭრელიძის, ამბერკი ტაბიძის, თეიმურაზ კაკულიას, ბიწაძის, შარვაძის, ლეო კვაჭაძის, ზაალიშვილის, კედრის, ბანძელაძის, ქვემო აჟარისა და ზარწემის ქუჩებს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.