„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„8 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ბანძელაძის ქუჩა N12-თან ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 8 ოქტომბრის 10:00 საათიდან 8 ოქტომბრის 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ავთო ვარაზის, ფერმწერთა (ჩიხებით შესახვევებით), თვალჭრელიძის, ამბერკი ტაბიძის, თეიმურაზ კაკულიას, ბიწაძის, შარვაძის, ლეო კვაჭაძის, ზაალიშვილის, კედრის, ბანძელაძის, ქვემო აჟარის და ზარწემის ქუჩებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.