გამოცემა Daily Mail-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს ბრალდებულ P Diddy-ზე.
ჯასტინ ბიბერთან დაახლოებული პირი გამოცემას უყვება, რომ ჯასტინისთვის არ უნდა მიეცათ უფლება, დასწრებოდა Diddy-ს ან სხვა ვინმეს წვეულებას, როდესაც იგი თინეიჯერი იყო.
მომხდარზე წყარო ჯასტინის მშობლების და მომღერალ აშერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომელიც მისი პროდიუსერი და მენტორი იყო.
თუმცა, არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ ჯასტინის მშობლებს და აშერს ჰქონდათ რაიმე ინფორმაცია Diddy-ს არალეგალური საქმიანობის შესახებ.
შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy – Dirty Money) დააკავეს. ონ დიდი ქომბსის, იგივე puff Daddy-ის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მთელი ჰოლივუდი მოიცვა.
ამერიკელ რეპერს სექსუალურ ძალადობაში, რეკეტების მოწყობასა და პროსტიტუციაში ქალების იძულებით ჩართვაში ადანაშაულებენ.
გამოძიებამ გაჩხრიკა რეპერის საცხოვრებელი სახლი, სადაც წარსულში მასშტაბური წვეულებები ეწყობოდა და სადაც საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი სახეები – მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები და მათ შორის პოლიტიკოსებიც დადიოდნენ. წვეულების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, გამოძიების თქმით, ხდებოდა ყველა ის დანაშაული, რის გამოც დღეს Daddy დაკავებულია.
სექს-ტრეფიკინგი, რეკეტების მოწყობა, ქალების იძულებით, პროსტიტუციაში ჩათრევა, ასევე საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადმოყვანა და პროსტიტუციაში ჩათრევა – ეს არის ის ბრალდებები, რის გამოც დიდი დააკავეს. მან, გირაოს სახით, პროკურატურას 50 მილიონი და როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების საბუთების ჩაბარება შესთავაზა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. დიდი უარს ამბობს საპყრობილეში საკვების მიღებაზე, რადგან, როგორც ამბობს, ეშინია, არ მოწამლონ.