Thursday, August 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თავდასხმა მედიაზე – გიორგი გახარიას კომენტარი

July 7, 2021
თავდასხმა მედიაზე – გიორგი გახარიას კომენტარი

მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე თქმა, რომ ეს „მიუღებელია“, არის არაფრის თქმა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია სახელმწიფოს უსუსურობაში გადაიზარდა. მისივე თქმით, მმართველი ძალის პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს წესრიგი, მშვიდობა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

„მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, რასაც ადგილი ჰქონდა და ამას ჩვენ უბრალოდ პირდაპირ ეთერში ვხედავდით, თქმა რომ ეს „მიუღებელია“, არის არაფრის თქმა, დასაგმობია, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. დღეს, საქართველოში ჩვენ თუ გვინდა ევროპული ფასეულობები და ევროპული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მედიის, თავისუფალი მედიის გარეშე არაფერი არ იქნება. მოგვწონს მედია ჩვენ თუ არ მოგვწონს, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.

გვყავს ისეთი მედია, როგორიც გვყავს და ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მედია დავიცვათ, რომ ეს მედია ჩვენთან ერთად განვითარდეს. ის სისტემური ძალადობა მედიაზე, რომელიც იყო – კატეგორიულად მიუღებელია. წაახალისა თუ არა ეს სახელმწიფომ? სახელმწიფომ ეს ყველაფერი პირდაპირ წაახალისა თავისი უსუსურობით.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ მოქალაქის მრწამსს. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. უმრავლესობისა და ეკლესიის ზურგს ამოფარებული მმართველი ძალა, რომელიც შემდგომ თავის უმოქმედობას უბრალოდ, ხსნის იმით, რომ მე ეს ყველაფერი გითხარით წინასწარო, გაგაფრთხილეთო – არის უსუსურობა, ეს არსი პირდაპირი წახალისება სახელმწიფოს დემონტაჟის, საერთოდ ქვეყანაში ინსტიტუციონალური აღრევის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სიტყვები უძლურია მწუხარების გადმოსაცემად”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • გარდაიცვალა ცნობილი ფეხბურთელი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge