ძალადობრივი ჯგუფების წევრების მხრიდან აგრესიულ ქმედებებსა და აღნიშნულზე ხელისუფლების პოზიციას ჟურნალისტი გურამ როგავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე აფასებს:
“შეგნებულად მიუქსევ ბრბოს შენს მოქალაქეებს, აცემინებ, ჩააქოლინებ, აგინებინებ და პოლიციას დამკვირვებლის სტატუსით გაუშვებ ამ სასაკლაოზე, ეგზალტირებული მასის პირისპირ მხოლოდ რამდენიმე სამართალდამცველს დააყენებ, კაციჭამიების წინააღმდეგ არც წყლის ჭავლს და არც სხვა კანონიერ საშუალებებს არ გამოიყენებ, მანამდე მთავრობის სხდომაზე იტყვი, ბოდიში, მაგრამ თქვენს კონსტიტუციურ უფლებებს დღეს ვერ დავიცავ და სახლში დაეტიეთო, პრემიერ-მინისტრი მე ვარ, მაგრამ ამ ქვეყანაში კანონებს გურამ ფალავანდიშვილი და საპატრიარქო ადგენსო, – მეორე დღეს გამოხვალ და კმაყოფილი სახით, კისერწაგრძელებული და ცხვირაბზეკილი იტყვი, ვგმობ ძალადობასო… – შენ მართლა *ლეები ხომ არ გგონივართ?! ვის რაში სჭირდება შენი შაბლონური ფრაზები, შენი ფუნქცია კანონის აღსრულებაა და აღასრულე!!! და თუ ვერ აღასრულებ, ძალადობა კი არ დაგმო, შენი უუნარობა და უსუსურობა დაგმე!!!“- წერს როგავა სოციალურ ქსელში.