ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე დაფიქსირდა საწვავის ფასის კლება საშუალოდ 5-8 თეთრით/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ასეთია:
რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,95-3,17 ლარი/ლიტრაზე
პრემიუმი ტიპის ბენზინი – 3,13-3,32 ლარი/ლიტრაზე
სუპერი ტიპის ბენზინი – 3,58-3,71 ლარი/ლიტრაზე
ევრო დიზელის საწვავი – 3,21-3,33 ლარი/ლიტრაზე
დიზელის საწვავი – 3,21-3,26 ლარი/ლიტრაზე
წყარო: BPN