UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ვანში, მშობლიურ სოფელში ჩავიდა. სულორის ცენტრში ჩემპიონის დასახვედრად მეგობრები, პედაგოგები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. მას სოფლის ცენტრში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და გამარჯვება ერთად იზეიმეს.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. “მანქანამ” საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.