ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდის მეშვეობით კახა კუჭავას პარტიის დატოვებისკენ მოუწოდებს:
“გუშინ ივანიშვილმა/ღარიბაშილმა ველურების ხელით ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა და დღეს კუჭავას “სვეცკაობა” საერთოდ არაფერს ცვლის – პირიქით, გულისამრევი ფარისევლობაა. კუჭავას, თუ მართლა რამე შერჩენია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის, ეგ სამარცხვინო, ამორალური, პრორუსული პარტია უნდა დატოვოს. აი, მაგის შემდეგ თუ აღმართავს დროშას ივანიშვილის ოლიგარქის მიმართ გამოთქმული პროტესტის ნიშნად, დიდი სიამოვნებით დავუკრავ ტაშს.” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს ევროკავშირის დროშა თავად დაკიდა.
“ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან,” – წერს კახა კუჭავა “ფეისბუქზე”.