ბოლო რამდენიმე დღეა ონ დიდი ქომბსის, იგივე puff Daddy-ის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მთელი ჰოლივუდი მოიცვა. შემაშფოთებელ საქმეში, უამრავი სელებრითის სახელი ფიგურირებს. მათგან ერთ-ერთი ჯეი ლოა, რომელსაც რეპერთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.
ცოტამ თუ იცის, რომ ჯეილო და პაფ დედი ერთმანეთს 1999-2001 წლამდე ხვდებოდნენ.
ჯენიფერ ლოპესმა და Puff Daddy-მ ერთმანეთი 1999 წელს, კლიპის, If You Had My Love გაიცნეს. წყვილი მალევე გამოჩნდა ერთად საჯაროდ და ყველაზე ცხელი წყვილის ტიტულიც მოიპოვა. წყვილის რომანი ორი წელი გაგრძელდა. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დაშორების ინიციატორი თავად ჯენიფერი იყო, მიზეზად რეპერის მიერ ღალატი დასახელდა.
ჯეი ლოს ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ის „ინსტაგრამზე“ კვლავ აქტიურად აგრძელებს ფოტოების გავრცელებას. ამჯერად 55 წლის ლოპესმა თეთრ ზედაში გადაღებული ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი კოსმეტიკის ხაზს, JLo Beauty-ს უწევს რეკლამას.
პარალელურად ამისა, მედია ალაპარაკდა „ბენიფერის“ განშორების რეალურ მიზეზზე. ინსაიდერმა განაცხადა, რომ ბენმა Diddy-ის მოსალოდნელი სკანდალის შესახებ იცოდა და ჯეი ლოს სახელის ფიგურირება ამ საქმეში ვერ აიტანა.
„ბენი ჯეი ლოს Diddy-ის სკანდალის გამო დაშორდა. ის ამას უბრალოდ ვერ აიტანდა“, – აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy – Dirty Money) დააკავეს. ონ დიდი ქომბსის, იგივე puff Daddy-ის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მთელი ჰოლივუდი მოიცვა.
ამერიკელ რეპერს სექსუალურ ძალადობაში, რეკეტების მოწყობასა და პროსტიტუციაში ქალების იძულებით ჩართვაში ადანაშაულებენ.
გამოძიებამ გაჩხრიკა რეპერის საცხოვრებელი სახლი, სადაც წარსულში მასშტაბური წვეულებები ეწყობოდა და სადაც საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი სახეები – მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები და მათ შორის პოლიტიკოსებიც დადიოდნენ. წვეულების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, გამოძიების თქმით, ხდებოდა ყველა ის დანაშაული, რის გამოც დღეს Daddy დაკავებულია.
სექს-ტრეფიკინგი, რეკეტების მოწყობა, ქალების იძულებით, პროსტიტუციაში ჩათრევა, ასევე საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადმოყვანა და პროსტიტუციაში ჩათრევა – ეს არის ის ბრალდებები, რის გამოც დიდი დააკავეს. მან, გირაოს სახით, პროკურატურას 50 მილიონი და როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების საბუთების ჩაბარება შესთავაზა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. დიდი უარს ამბობს საპყრობილეში საკვების მიღებაზე, რადგან, როგორც ამბობს, ეშინია, არ მოწამლონ.