Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ზარალის ანაზღაურება ხშირად 10 000 ლარსაც კი აჭარბებს” – რატომ უჯდება მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა კოლოსალური თანხა?

September 28, 2024
“ზარალის ანაზღაურება ხშირად 10 000 ლარსაც კი აჭარბებს” – რატომ უჯდება მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა კოლოსალური თანხა?

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მონაწილეობს, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. თუ დამნაშავე მოქალაქეა, ზარალის ანაზღაურება ხშირად 10 000 ლარსაც კი აჭარბებს, რომელსაც რა თქმა უნდა, სამართალდარღვევის ჯარიმაც ემატება.

როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე bpn.ge-სთან აღნიშნავს, თანხის ოდენობა გასაკვირი არ არის, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მისი სერვისი საკმაოდ ძვირია. თუმცა, მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს თანხა მოქალაქეებს არ ეკისრებოდეს, ამას „ველოსიპედის გამოგონება“ არ სჭირდება. მევლუდ მელაძის თქმით, ასეთი შემთხვევების დროს, მძღოლს სავალდებულო ავტოდაზღვევა უნდა იცავდეს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არ არსებობს, საჭიროა თავად ამ ავტობუსების გარე შეჯახებისგან დაზღვევა ისე, რომ ტვირთი მოქალაქეებზე არ გადადიოდეს.

„ამ საკითხს ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება. ეს უკვე გავლილი აქვთ ქვეყნებს ცივილიზებულ სამყაროში და არსებობს მზა რეცეპტები. მაგალითად, ეს არის ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა, რაც იცავს ავტომობილის მფლობელს. ვერც ევროპაში და ვერც შტატებში ვერ შეიძენთ ავტომობილს, მით უფრო, ვერ გადაადგილდები, დაზღვევის გარეშე. ამაზე ჯარიმა ძალიან დიდია. შესაბამისად, ყველას აქვს იქ სავალდებულო დაზღვევა, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის კაბალური პირობებით და ნებისმიერი მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია გადაიხადოს. ამავე დროს, მან იცის, რომ ნებისმიერი საგზაო შემთხვევა არის დაზღვეული და ვერც იგებს კონკრეტული დეტალი რა დაჯდა.

ჩვენთან, ავტობუსების შემთხვევაში მესმის ზარალის ოდენობა, რადგან მათ აღდგენაც და სერვისიც საკმაოდ ძვირია, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ასეთ ღარიბ ქვეყანაში, უშუალოდ მძღოლებს უწევთ ამ ხარჯის ანაზღაურება. ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად არასწორია. ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც სავალდებულო დაზღვევა მძღოლებს არ აქვთ, მე პირადად, თვითონ ამ ავტობუსებს დავაზღვევდი გარე შეჯახებებისგან ისე, რომ არ დასწოლოდა ხარჯი იმ მოქალაქეს, რომელსაც ასეთი საგზაო შემთხვევა მოუვიდა“, – ამბობს მევლუდ მელაძე.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გაითვალისწინეთ“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდზე
  • რომელ ქუჩებზე იზღუდება მოძრაობა – ნახეთ დეტალურად
  • ავარია რუსთავში – დაშავებულია ახალგაზრდა ქალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge