საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის მეუღლე მია გზირიშვილია. წყვილს გასული წლის ნოემბერში ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დათი დაარქვეს.
მია გზირიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით ნაკლებად გამოირჩევა, თუმცა იგი ამჯერად ახალ ფოტოებს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მონაკოში მოგზაურობს.
მისმა ფოტოებმა საზოგადოების მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება დაიმსახურა.
“ყველაზე ლამაზი ხარ, მია”
“გაგვიხარდა შენი დანახვა, სასიამოვნო მოგზაურობა”
“ყველაზე ლამაზი და დახვეწილი”- წერენ კომენტარებში