თბილისში 27 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ ღამის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები იწყება.
„სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის 27 სექტემბრის ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გიორგი დანელიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე ( ბენზინგასამართი სადგური „ვისოლის“ მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. რეჟიმი 30 დღის განმავლობაში, 24 ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს.
დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობაზე ყველა სახის შეზღუდვა, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოხსნილი იქნება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.