18 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, კესარიას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში სასულიერო პირი მამა ლევანი გამოეხმაურა:
“ცოცხალი იყო ეს ბესარიონი, ე.წ კესარია და მიდიოდა მისი რეკლამირება, ესეთია, ისეთია. მოკვდა და უარესი ხდება, ღმერთთან წავიდა, ანგელოზად წავიდა და ა.შ. რა ნახეთ კაცო. ზოგ ადამიანს, მითუმეტეს მოზარდებს, აქვთ მიდრეკილება ამ ცოდვისკენ და როცა ტაშს ვუკრავთ, ვაპიარებთ და არ ვგმობთ, არ ვამბობთ რომ ეს დამღუპველი უკუღმართობაა, ისინი ცოდვას ბრძოლას კი არ დაუწყებენ, განახორციელებენ. არადა იკურნება ექიმების და მოძღვრების ჩარევით.
ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ადამიანი თუ არაკანონიერ ქორწინებაშია, ცოლიანი კაცი თუ სხვა ქალთან დაწვება, გათხოვილი ქალი სხვა კაცთან, კაცი თუ კაცთან დაწვება, ქალი ქალთან, კაცი თუ ქალად გადაკეთდება, ქალი კაცად, ადამიანი თუ ჩუკენობს, წულთმხრწნელობს, დაწვება ცხოველთან, ფრინველთან და ამას არ იტყვის აღსარებაში, არ ექნება სინანული, არ მიატოვებს ცოდვას და ისე მოკვდება, მე ვიქნები თუ სხვა წავალთ გამოუხსნელ ჯოჯოხეთში. რატო ვამბობ გამოუხსნელში, არის სხვა შემხვევები როცა ამოდიან ჯოჯოხეთიდან სულები, ესეთები ვერა. მორჩა. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. იმის იქით კეთილი იყო, საყვარელი, მოხუცები უყვარდა თუ თევზები არ შველის.
ეს რაც შეეხება გარყვნილების ცოდვას, თორე ძაღლის ცემა და მოკვლა არ შეიძლება და მითუმეტეს ადამიანის”