ობლობა, გაჭირვება და რთული გზა ხალხის სიყვარულამდე, თეატრიდან წასვლის სურვილი და როლი, რომელმაც მის კარიერაში გარდატეხა მოახდინა ღიმილის კაცი გივი ბერიკაშვილის გახსენება- აღნშნულ თემაზე რეპორტაჟი გადაცემაში “იმედის დილა” მოამზადეს.
“ვერ ნახავთ, არ არსებობს კაცი, რომელსაც ვაწყენინე. სიკვდილის მეშინია, თორემ ჩემს დაკრძალვაზე ნეტავ რამდენი ხალხი იქნება.
დედაჩემი მეუბნებოდა, რომ 1935 წლის 15 მაისს ხარ დაბადებულიო,თბილისში. ახლა დიდი საკონცერტო დარბაზი რომ არის მაგის გვერდით სამშობიაროა. საპასპორტო ჩანაწერების მიხედვით, მიწერია რომ დაბადებული ვარ 1934 წელს. ასე რომ 60 წლის იუბილეს გადახდა ორჯერ მომიწია. ახლა მეხუმრებიან, რომ საეკლესიო ჩანაწერების მიხედვთ, გაისადაც გადაიხადეო. მამაჩემის მამამ პანწკალამ აღმზარდა”- ამბობდა გივი ბერიკაშვილი.