Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ შეიძლება დაბრუნდეს ნაკრებში და სიაში ისევ აღარ იყოს?- სანიოლს მომავალი კვირისთვის სია მზად უნდა ჰქონდეს

September 24, 2024
ვინ შეიძლება დაბრუნდეს ნაკრებში და სიაში ისევ აღარ იყოს?- სანიოლს მომავალი კვირისთვის სია მზად უნდა ჰქონდეს

შემოდგომაზე სანაკრებო მატჩებით განებივრებული ვართ. ორი უქმეების შემდეგ ვილი სანიოლი “ჯვაროსნებს” კვლავ შეკრებს და ორი გამარჯვებით დაწყებულ “ერთა ლიგაზე” ამდენივე მატჩს ჩაატარებს. 11 ოქტომბერს ჯერ უკრაინას პოლონეთში, პოზნანში ვეთამაშებით. სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები თავდაპირველად სამშობლოში არ შეიკრიბება, მე-4 ტურში, 14 ოქტომბერს კი ისევ “მიხეილ მესხზე” ალბანელებს დავუხვდებით.

შეგახსენებთ, რომ სანიოლის გუნდს 6 ქულა აქვს.

ეროვნულ გუნდში ახლა იდეალური გარემო, ხასიათი თუ შედეგებია, თუმცა ფიქრი ყოველთვის გაუმჯობესებაზე უნდა გვქონდეს. თანაც, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იქნებ არა უბრალოდ ჯგუფის მოგება, არამედ დივიზიონში საუკეთესო შედეგი დაგვჭირდეს. მიუხედავად იმისა, შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველით, დაკვირვება და მსჯელობა აქაც საჭიროა, ისევე, როგორც ახალი სახეების გამოცდა. სანიოლს მომავალი კვირისთვის სია მზად უნდა ჰქონდეს.

გულიაშვილი სანაკრებო შანსის მოლოდინშია
ვინ შეიძლება დაბრუნდეს ნაკრებში და სიაში ისევ აღარ იყოს?- სანიოლს მომავალი კვირისთვის სია მზად უნდა ჰქონდეს

რა გამოიკვეთა წინა მატჩებში და რა შეიძლება შეიცვალოს? ალბანეთთან დავინახეთ, რომ როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი არაა, მიუხედავად რამდენიმე ფეხბურთელის მოკლე დროში მეორე მატჩისა და გადაღლისა, მწვრთნელმა მათი შეცვლა სათანადო ალტერნატივების არარსებობის გამო ვერ გარისკა. გასაგებია, კიტეიშვილი-ქოჩორაშვილი-ჩაკვეტაძის მსგავსი ნახევარმცველები სათადარიგოთა სკამზე იქნებ არ იყვნენ, მაგრამ კონკურენცია მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს.

როგორც გამოჩნდა, შუა ხაზში ამჟამად ტრავმირებულ ანზორ მექვაბიშვილს სამწვრთნელო შტაბი მეტად ენდობა. ამიტომაც, სიის გამრავალფეროვნებაზე ფიქრი შესაძლებელია. სამწუხაროდ, უკანასკნელ ორ ტურში უკრაინაში ნიკა გაგნიძე არ გამოჩენილა. ამ ეტაპზე ცენტრში სათანადო ალტერნატივას სანიოლის მთავარ პრობლემად ჩავთვლით. ვხედავთ, ვილიმ რამდენიმე ფეხბურთელს პოზიცია წარმატებით შეუცვალა და ეს იქნებ აქაც ვნახოთ. მაგალითად, ადრეულ წლებში მოედნის ცენტრში თამაშის გამოცდილება საბა ლობჟანიძეს აქვს.

კოხრეიძეს ეროვნულ ლიგაში ბევრი გააქვს
ვინ შეიძლება დაბრუნდეს ნაკრებში და სიაში ისევ აღარ იყოს?- სანიოლს მომავალი კვირისთვის სია მზად უნდა ჰქონდეს

ვინ მოუმატა მკვეთრად? ზოგჯერ ამა თუ იმ პოზიციაზე იმხელა კონკურენციაა, ახალი ფეხბურთელი საჭირო საერთოდ არაა, მაგრამ ზოგიერთს იმხელა პროგრესი აქვს, მისთვის სანაკრებო შანსის მიცემა სამართლიანი იქნებოდა. ასეთი გიორგი გულიაშვილია, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებიდან და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან კარგად გვახსოვს. ბოსნიის “სარაევოში” 6 მატჩში 6 გოლი – 23 წლის შემტევს მართლაც სერიოზული შედეგები აქვს.

როგორ არ უნდა ვახსენოთ გიორგი კოხრეიძე, რომელმაც “იბერია 1999”-ის რიგებში ახლა პოკერი შეასრულა და ეროვნულ ლიგაში 14 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს.

შენგელიას ბოლო ოფიციალური სანაკრებო მატჩი საბერძნეთთან ფინალი იყო
ვინ შეიძლება დაბრუნდეს ნაკრებში და სიაში ისევ აღარ იყოს?- სანიოლს მომავალი კვირისთვის სია მზად უნდა ჰქონდეს

ვინ შეიძლება დაბრუნდეს და სიაში ისევ აღარ იყოს? ლევან შენგელია ევროპის ჩემპიონატს ისე შეხვდა, ტრავმიდან ახლად მორჩენილი იყო. სანიოლმა ის გერმანიაში მაინც წაიყვანა, თუმცა იქ დრო საერთოდ არ მისცემია. ლევანი სექტემბერში სიაში არ ყოფილა. 28 წლის შენგელიამ საბერძნეთში ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო, უკვე გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს და ახლა გამოძახებულთა შორის იქნება.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ შენგელია გუნდში მარჯვენა შემტევია, ისევე, როგორც გიორგი წიტაიშვილი, თუმცა ნაკრებში მათ მარცხნივ ვხედავთ, სადაც დაცვითი ფუნქციების შესრულებაც უწევთ. ბოლო დროს აქ უპირატესობა ლუკა ლოჩოშვილს აქვს და მოსალოდნელია, ეს გადაწყვეტილება არც ახლა შეიცვალოს. და ირაკლი აზაროვი? ის ეროვნულ გუნდში დააბრუნეს, ბოლო ტურში “შახტარშიც” დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, მაგრამ ამ ვითარებაში კვლავ იქნება თუ არა ფრანგის სიაში, ვერავინ იტყვის. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: 21-წლამდელთა ნაკრებს შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრები ელის და აზაროვს იქ თამაშის უფლება აქვს.

გოგლიჩიძე სერია “ა”-ს მშვენივრად მოერგო.
ვინ შეიძლება დაბრუნდეს ნაკრებში და სიაში ისევ აღარ იყოს?- სანიოლს მომავალი კვირისთვის სია მზად უნდა ჰქონდეს

საბა გოგლიჩიძეზეც უნდა ვთქვათ, რომელიც “ემპოლიში” შესანიშნავად გამოდის. იქიდან გამომდინარე, რამაზ სვანაძის გუნდს შვედეთთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება აქვს, გოგლიჩიძის მათთვის დათმობაც ლოგიკას მოკლებული არ იქნება, ვინაიდან სასტარტოში გიორგი გველესიანი მოიაზრება. ამ შემთხვევაში სანიოლის სიაში არც საბა კვირკველიას დაბრუნებაა გამორიცხული, რომელიც ახლა თბილისის “დინამოშია და ბათუმელების კარიც დალაშქრა.

აქვე უნდა ვახსენოთ რომ, ორი ტურის შემდეგ “ერთა ლიგის” B დივიზონში 6 ქულა გვაქვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „როგორც მინიმუმ, ის დუმილი, რაც აშშ-ს მხრიდან მოდის, არის გაურკვევლობა“ – მამუკა მდინარაძე
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • 4 ივნისიდან პირადობის მოწმობები იცვლება – სავალდებულოა თუ არა ძველი მოწმობის ახლით ჩანაცვლება?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge