Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

🎥 “ერთხელ გადავარჩინე სიკვდილს… დაახლოებით აპრილში ხდებოდა, დამირეკა და მითხრა: “მე ვარ ძალადობის მსხვერპლი…” მშვიდობით, ჩემო ლამაზო” – რას ამბობს ლელა წურწუმია კესარია აბრამიძეზე?

September 24, 2024
🎥 “ერთხელ გადავარჩინე სიკვდილს… დაახლოებით აპრილში ხდებოდა, დამირეკა და მითხრა: “მე ვარ ძალადობის მსხვერპლი…” მშვიდობით, ჩემო ლამაზო” –  რას ამბობს ლელა წურწუმია კესარია აბრამიძეზე?

ლელა წურწუმია ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ემოციური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

მომღერალმა ვიდეოს დასასრულს ცრემლები ვერ შეიკავა და მეგობარს ემოციური სიტყვით დაემშვიდობა.

„ერთხელ გადავარჩინე სიკვდილს… დაახლოებით აპრილში ხდებოდა, დამირეკა და მითხრა: „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“, ძალიან გავბრაზდი და ყველანაირად ვეცადე რომ მისთვის ეს ადამიანი მომეშორებინა. შემეხვეწა რომ პოლიციაში არ დამერეკა და რაღაც პერიოდი მოიშორა კიდეც…

როდესაც შეურიგდა მე არ მეუბნებოდა, რადგან ამბობდა: მისი მრცხვენიაო. ახლა დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს, იქნებ რომ გამეგო, რაიმე შემეცვალა. მას აქ ფრთები შეაჭრეს და იმედია, რომ იქ მოახერხებს ფრენას. მშვიდობით, ჩემო ლამაზო კესო“, – საუბრობს ლელა ვიდეოში, სადაც ცრემლებს ვერ იკავებს.

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge