გიორგი შანიძემ, რომელმაც პრეზიდენტმა შეიწყალა, საპატიმრო უკვე დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისჯილ სასჯეს არ იმსახურებდა, თუმცაშეწყალება მულოდნელი აღმოჩნდა.
“ჯერ ემოციებში ვარ, მოულოდნელი იყო… მე განა დანაშაულს უარვყოფ რაც ჩავიდინე, უბრალოდ სასჯელი რაც მომისაჯეს არ იყო იმის შესაბამისი და ალბათ ვფიქრობ მაგიტომაც შემიწყალეს. ესე ძაან მალეც არ ველოდი.
ძაან მოულოდნელი იყო ახლა გავიგე და ჯერ ძაან ემოციებში ვარ. ეხლა არავინ არ იცის ჯერ” – თქვა შანიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე დაავებული გიორგი შანიძე შეიწყალა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 სექტემბერს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
შანიძეს სამეთვალყურეო კამერის დაზიანებისთვის 1,5 წლით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის მოყვანისთვის კი 4 წლით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი.