Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სახლში რამდენჯერმე მიუვარდა” – ბრალდებულის შესახებ რა ახალ დეტალებზე ალაპარაკდა კესარია აბრამიძის მეგობარი?

September 19, 2024
“სახლში რამდენჯერმე მიუვარდა” – ბრალდებულის შესახებ რა ახალ დეტალებზე ალაპარაკდა კესარია აბრამიძის მეგობარი?

მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი, მისი ყოფილი პროდიუსერი იაკობ მამულია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ამბობს, რომ კესოს ბოლოს ორი დღის წინ ელაპარაკა. დროში სხვაობის გამო ხანგრძლივი საუბარი ვერ მოასწრეს, თუმცა იაკობ მამულია ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ კესომ ურთიერთობა აღადგინა პარტნიორთან, რომელთანაც ძალადობისა და მუქარის გამო დაშორებული იყო.

“ვიცი, რომ [მკვლელობაში ბრალდებულმა] კესოს გაცნობიდან რამდენიმე თვეში დაიწყო ეჭვიანობა. ჩვენ, მისი ყველა მეგობარი, ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავით, როცა გამოვლინდა, რომ იყო ეჭვიანი მოძალადე.

გაზაფხულზე ვნახეთ, რომ ეს ადამიანი დემონსტრანტების ცემაში მონაწილეობდა (“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციები თბილისში აპრილ-მაისში მიმდინარეობდა) ამ ფაქტის მერე კესო ძალიან გაერიდა, არ უნდოდა გაეგოთ, რომ ასეთ მოძალადე ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. გარკვეული პერიოდი თურქეთში იყო წასული, იქაც ემუქრებოდა.

რომ ჩამოვიდა, სახლში რამდენჯერმე მიუვარდა. თვითონ კესო არ იყო სახლში და მეზობლებმა დაინახეს, როგორ ანგრევდა კარს. არ ვიცი როგორ დაემართა, ასეთი გამოცდილი იყო, თავსაც იცავდა. თვითონ კი ასე ფუთავდა, რომ ეს იყო ტოქსიკური ურთიერთობა, მაგრამ ალბათ ტოქსიკურზე მეტი იყო, ბოლო ფაქტი რომ მომიყვა. მაგის მერე პარასკევს ვესაუბრე და მაშინ მითხრა, დავასრულე ურთიერთობაო. მერე გუშინწინ (17 სექტემბერს) ისევ მისულა სახლში და მე რომ გავიგე ეს ამბავი, შევედი მის გვერდზე და ვნახე ეს დადებული სთორი, მივხვდი, რომ ისევ ერთად იყვნენ”, – ამბობს იაკობ მამულია. ის გულისხმობს კესარია აბრამიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელშიც ის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ჩანს.

იაკობ მამულია ამბობს, რომ რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, კესარია თავის მიმართ მუქარისა და ძალადობის შესახებ პოლიციას არ ატყობინებდა “შიშის გამო”. “ის [კესარია] არის, ცალსახად, ქვეყანაში ძალადობის წახალისების მსხვერპლი”, – ამბობს მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი.

მისი თქმით, გამომძიებლები მას ჯერ-ჯერობით არ დაჰკავშირებიან.

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი მის სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს გარდაიცვალა.

თავდაპირველად გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), მოგვიანებით კი კვალიფიკაცია დამძიმდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით – გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელებმა ქუთაისთან, აეროპორტის სიახლოვეს, დააკავეს.

წყარო: რადიო თავისუფლება

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • „1 აგვისტოდან ამოქმედდება“ – დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება
  • „დაჭრილი კომაშია; ამის ჩამდენი 20 წლის ბიჭი თანასოფლელია…“ – მარნეულში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge