Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზე, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო” – მაია ასათიანი კესარია აბრამიძეზე

September 19, 2024
“ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზე, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო” – მაია ასათიანი კესარია აბრამიძეზე

“ბოლო მე­სი­ჯი, რაც მომ­წე­რა იყო – არა, რას ამ­ბობ, რომ შე­ვუ­რიგ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მომ­კლავს…“ – ამ­ბობს კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი მაია ასა­თი­ა­ნი ვრცელ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­შიც, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, ღა­მით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

“ახლა ვნა­ხე ჩვე­ნი ბოლო მი­მო­წე­რა, მწერს, რომ ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი სთხოვს შე­რი­გე­ბას, სი­ტყვა სი­ტყვით ასე­თი მე­სი­ჯია: “არა, რას ამ­ბობ, რომ შე­ვუ­რიგ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მომ­კლავს…“ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ვინც ახლა ტი­რა­ჟი­რებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი კა­ნო­ნი არა­ფერ შუ­ა­შია და ეს არის ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა, ხართ მომ­დევ­ნო და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე. კესო იყო მძი­მე, სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჰქონ­და ტვი­ნის შერ­ყე­ვა და მრავ­ლო­ბი­თი და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი. ხან­გრძლი­ვად მკურ­ნა­ლობ­და. ის­მის კი­თხვა – რა­ტომ არ მი­მარ­თა მან პო­ლი­ცი­ას? ტრანსგენ­დე­რი ქალი რო­დე­საც სახ­ლი­დან გა­დის ბო­ლომ­დე არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი მშვი­დო­ბით მივა თუ არა სახ­ლში. კესო არა­სო­დეს იმ­ჩნევ­და მა­მა­კა­ცე­ბის უხამს გა­მო­ნათ­ქვა­მებს, შე­ძა­ხი­ლებს, არც წყევ­ლა-კრულ­ვას ქა­ლე­ბის მხრი­დან.

"ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზე, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო" - მაია ასათიანი კესარია აბრამიძეზე

კესო გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ამ ყვე­ლა­ფერს პო­ზი­ტი­უ­რად უყუ­რებ­და. მას ძა­ლი­ან ბევ­რი იბ­რძო­ლა იმის­თვის, რომ ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი, რო­გო­რიც ყვე­ლას გვახ­სოვს – ლაღი, თა­მა­მი, ძლი­ე­რი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი ქალი. როცა ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, ვერ მი­მარ­თავს პო­ლი­ცი­ას, იმი­ტომ რომ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, პო­ლი­ცია უფრო მეტი მო­ძა­ლა­დეა თუ არა, არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მას და­ი­ცა­ვენ…

პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ისევ უხამ­სად ხომ არ იხუმ­რე­ბენ მას­ზე, ისევ ხომ არ დას­ცი­ნე­ბენ, ისევ ხომ არ მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ის მა­მა­კა­ცად და­ი­ბა­და ოდეს­ღაც. კესო ამა­ზე არა­სო­დეს სა­უბ­რობ­და. ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა ჰქონ­და, როცა ის ბარ­სე­ლო­ნა­ში მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და, რომ­ლის ერთ-ერთ დღეს უნდა სცმო­და ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი. ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა ქარ­თულ­მა ბრენდმა მას ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი არ ათხო­ვა, იმი­ტომ რომ ჩათ­ვა­ლა, ეს ქარ­თუ­ლი სა­მო­სის შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო. შემ­დეგ ლელა წურ­წუ­მი­ამ გა­ა­ტა­ნა თა­ვი­სი კაბა.

"ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზე, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო" - მაია ასათიანი კესარია აბრამიძეზე

იქ რო­დე­საც ჰკი­თხეს, ერთ-ერ­თმა ეს­პა­ნურ­მა არ­ხმა იყო თუ არა მის ქვე­ყა­ნა­ში ჰო­მო­ფო­ბია, უპა­სუ­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო ტო­ლე­რან­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თე-მეთ­ქი, – მი­თხრა, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე ცუდს ვე­რა­ფერს ვი­ტყვიო. ჩვენ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა­ნა­ი­რი ფორ­მე­ბით გაგ­რძელ­და. მე ძა­ლი­ან ცოტა მე­გო­ბა­რი და ახ­ლო­ბე­ლი მყავს. არ ვუშ­ვებ ხოლ­მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ახ­ლოს ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ იყო ერთი ფაქ­ტი, რო­მელ­მაც ჩვენ დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. ნუ­ცას დაკ­რძალ­ვა­ზე მო­ვი­და კესო, გვერ­დზე მო­მიჯ­და და მი­თხრა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვარ დაკ­რძალ­ვა­ზეო. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა იცხოვ­რო, რომ დაკ­რძალ­ვა­ზე არ წახ­ვი­დე, მი­თხრა, ვერ დავ­დი­ვარ, მე­ში­ნია, რომ გა­მაგ­დე­ბე­ნო.

ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად, მას ყვე­ლაფ­რად უღირ­და ასეთ ლა­მაზ ქა­ლად ყოფ­ნა. სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის შე­მოკ­ლე­ბა­დაც კი. ორი დღის წინ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­კა­ნო­ნა, რომ კე­სოს­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა არ­სე­ბობ­დნენ. ყო­ველ დღე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­დი­ან კარ და კარ, ხვდე­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას და ქვეყ­ნის რომ­ლის გე­ნო­ფონ­დიც გა­ხიზ­ნუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ და წლო­ბით იკარ­გე­ბი­ან, შავ მუ­შად მუ­შა­ო­ბენ შვი­ლე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად, სა­დაც სი­ღა­რი­ბის ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ასე­თი ხში­რია პე­დო­ფი­ლი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, დღე არ გა­დის, რომ არ და­ი­ჭი­რონ მამა, რო­მე­ლიც შვილ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და, ბა­ბუა, პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე გო­გო­ნა­ზე თუ ბიჭ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამის პრე­ვენ­ცი­ის­თვის არა­ფერს აკე­თებს და ისე წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ფერს, თურ­მე ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

"ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზე, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო" - მაია ასათიანი კესარია აბრამიძეზე

ყვა­ვი­ლი იყო ჩემ­თვის კესო, ეკ­ლებ­ში ამო­სუ­ლი ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე და­სა­ჯე­რე­ბე­ლია ახლა ჩემ­თვის, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის არ იყოს, რომ ეს ყვა­ვი­ლი აღარ ამ­შვე­ნებს დე­და­მი­წას. ჩემ­მა ერ­თმა მე­გო­ბარ­მა და­წე­რა, წა­ვი­და თა­ვის ცი­სარ­ტყე­ლას­თა­ნო და მჯე­რა, რომ ეს ნა­თე­ლი გოგო ცი­სარ­ტყე­ლას­თა­ნაა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სამ­ძი­მარს ვკი­თხუ­ლობ­დი და გულ­ში ვი­ფიქ­რე, რომ კე­სოს ეს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბო­და. კე­სოს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მას­ზე აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას. ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქალი, რო­მელ­მაც ღიად და­ი­წყო ბრძო­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და ის ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი…”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge