Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უმწვავესი დაპირისპირება „თბილისი პრაიდის“ კვირეულზე – არიან დაკავებულები

July 1, 2021
უმწვავესი დაპირისპირება „თბილისი პრაიდის“ კვირეულზე – არიან დაკავებულები

უმწვავესი დაპირისპირება „თბილისი პრაიდის“ კვირეულზე – ღონისძიების ადგილზე ფიზიკურ შეხლა -შემოხლას ჰქონდა ადგილი. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კვირეულის მოწინააღმდეგებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

აღსანიშნავია, რომ პრაიდის ჩატარების ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული იყო, თუმცა კონტრაქციის წარმომადგენლები ადგილზე მაინც მივიდნენ.

ძალადობრივი ჯგუფის წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას  და ფილმის ჩვენების ჩაშლას შეეცადნენ. მათ ქვების, კვერცხებისა და ბოთლები სროლა დაიწყეს.

ძალადობრივი ჯგუფის წევრებისგან პოლიციამ გზის სავალი ნაწილი გახსნა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო. სამართალდამცველებმა რადიკალური ჯგუფის რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა,  ვაჟა სირაძემ ღონისძიების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე – მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომელიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მართლწესრიგს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება – როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს და ასევე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს არ გასცდნენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

“თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დღეს კინოჩვენება და დისკუსია უნდა გაიმართოს, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სხვადასხვა პოლიტიკოსი დაესწრებიან.

ადგილზე დიპლომატებმა მისვლა უკვე დაიწყეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge